Sunday, May 11, 2014

მეცხრე დღის რეფლექსია

დღეს დასრულდა პროექტზე მუშაობა და ჩემი ტანჯვაც.რადგანაც ზედმეტად დილეტანტი ვარ კომპიუტერთან ურთიერთობაში.საერთოდ არ მეგონა ამდენს თუ მოვახერხებდი,მაგრამ ტრენერი იმდენად ნამდვილი პროფესიონალი და დაუზარებლად მშრომელი გვყავს,რომ თავი გავართვი მოცემულ დავალებას მის მიერ ნათლად და გასაგებად ახსნის შედეგად.დიდი მადლობა ბატონ გიორგის იმ გულმოდგინე სწავლებისათვის,რაც მან ჩვენთვის გასწია!

Saturday, April 26, 2014

მეოთხე დღის რეფლექსია

დღეს განვიხილეთ შეფასების მეთოდები და მოვახდინეთ შეფასების დროის ჩარჩოს შევსება

Sunday, April 13, 2014

მესამე დღის რეფლექსია

დღევანდელი დღე მნიშვნელოვანი და ერთგვარად რთულიც კი იყო ჩემთვის,რადგან საკუთარ ჯგუფს მოვწყდი გარკვეული გარემოებების გამო და სხვა ჯგუფში მომიწია მუშაობა,მიჩვეულ გარემოს მართლაც გარკვეული მნიშვნელობა ჰქონია .თუმცა ტრენერის პროფესიონალიზმიდან გამომდინარე,ვთვლი თავი გავართვი მოცემულ დავალებებს.დღეს გავეცანით მეორე მოდულს,21-ე საუკუნის უნარ-ჩვევებს,ბლუმის ტაქსონომიას.პროექტის გეგმაში ჩვენს მიერ შერჩეულ სტანდარტებს შევუსაბამეთ მიზნები და შედეგები.

Saturday, April 12, 2014

მეორე დღის რეფლექსია

ამ მოდულმა გარკვეული თვალსაზრისით დამაფიქრა ჩემს როლზე სასწავლო ღონისძიებების დაგეგმვის პროცესში.მნიშვნელოვნად საინტერესო და სახალისოც გახლავთ მოსწავლეებისათვის და მათი მშობლებისათვის ბუკლეტების წარმოება და მიწოდება.ვფიქრობ გაიზრდება მათი როლი სკოლასთან თანამშრომლობაში,რაც თავის მხრივ ახალი იდეების წარმოქმნის უპირობო ხელშემწყობია.
ასე,რომ დღევანდელი მოდულის სწავლება მეტად მნიშვნელოვანი იყო და მიღებულ ცოდნას აუცილებლად გამოვიყენებ სასკოლო ცხოვრებაში

Sunday, April 6, 2014

პირველი დღის რეფლექსია

მე მინდა,რომ პროექტის თითოეული კომპონენტი  საფუძვლიანად შევისწავლო და შევძლო თავად გავაკეთო სრულყოფილი პროექტი.ყველა კომპონენტი მნიშვნელოვანი და აუცილებელია ტავის მხრივ.ამიტომ ვეცდები თითოეულ მათგანს თანაბრად დიდი დრო დავუთმო და კარგად ავითვისო.